რვა წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს დღეს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ. ბრალდებული თბილისის მთავარ სამმართველოშია გადმოყვანილი, სადაც სახაზინო ადვოკატს ელოდებიან. ბრალდებული სავალდებულო დაცვის უფლებით სარგებლობს და საზოგადოებრივი ადვოკატი ჰყავს. უფლებადამცველი აცხადებს, რომ დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და კანონით მინიჭებული დუმილის უფლებას იყენებს.
რვა წლის გოგონა, რომელსაც ოჯახი 25 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრიდან ეძებდა, იმავე საღამოს მდინარე ლიახვის ნაპირზე გარდაცვლილი იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა 34 წლის პირი დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით გორში ცხელ კვალზე დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, ბრალდებული პირი ერთ-ერთ სახლში სარემონტო სამუშაოებზე იყო დასაქმებული. ის წარსულში ნასამართლევია.
საქმესთან დაკავშირებით, ამ წუთებში მეზობლებს ჰკითხავენ. “მოამბესთან” საუბარში ისინი აცხადებენ, რომ დაკავებულს არ იცნობდნენ და ჯერჯერობით არ იციან, რა კითხვებს დაუსვამენ გამომძიებლები.
ნინო ფისაძე ჩაგვერთვება დეტალებით პირდაპირ ეთერში.