რვა ოპოზიციური პარტია დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მიმართავენ, უარი თქვან 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობაზე და დაუბრუნდნენ ერთობას. საერთო განცხადებაში, რომელიც მედიას „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ გააცნო, ნათქვამია, რომ ევროკავშირის მიერ „ქართული ოცნებისთვის“ მიცემული ვადა ევროპაში უვიზო მიმოსვლის გადასარჩენად, 31 აგვისტოს იწურება, თუმცა როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამისთვის „ქართულ ოცნებას“ არანაირი ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამს. ამ მიზნით ოპოზიცია 13 სექტემბერს აქციას აანონსებს.