კიევზე საჰაერო იერიშის შედეგად, ათი ადამიანი დაშავდა. უკრაინის დედაქალაქის მერის ინფორმაციით, რუსებმა ორი რაკეტა ჩამოაგდეს, კერძოდ შევჩენკოს რაიონში. დაზიანებულია ერთი საცხოვრებელი სახლი და კიდევ რამდენიმე შენობა. მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების სამსახურები.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ რუსეთის არმიამ კიევზე იერიში მაშინ მიიტანა, როდესაც დედაქალაქს გაერო-ს გენერალური მდივანი სტუმრობდა.