რუსული კორუფცია  ბრიტანეთში

ლონდონის უამრავ ტურისტულ მარშრუტს შორის არის ერთი, რომელიც ყველაზე მეტად, ალბათ, რუსეთის მოქალაქეებს დააინტერესებთ. ამ ტურის მონაწილეებს დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში მდიდარი რუსების აგარაკებისა და ფეშენებელურ ბინების ნახვა შეუძლიათ. თუმცა ბრიტანული კანონმდებლობის გამკაცრების შემდეგ ტური შეიძლება გაუქმდეს.

ოფიციალური ლონდონი რუს ოლიგარქებს ბრძოლას უცხადებს. გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ითხოვენ. გამკაცრებული წესები კი შესაძლოა პირველ რიგში ბრიტანეთის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს, რუს მილიარდერ რომან აბრამოვიჩს შეეხოს.

ლევან ახალაია არკვევდა, დაკარგავენ თუ არა პუტინის მეგობარი ბიზნესმენები ქონებას ლონდონში.