რუსული დრონის თავდასხმა რუმინეთში 

18:24, 29.05.2026

რუსული დრონის რუმინეთში ჩამოვარდნის საპასუხოდ, კონსტანცაში რუსეთის საკონსულოს დახურავს რუმინეთი. გარდა ამისა, რუსეთის კონსული პერსონა ნონ-გრატად გამოცხადდა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა განაცხადა, რომელმაც უშიშროების საბჭოს სხდომას ხელმძღვანელობდა. ბუქარესტში აცხადებენ, რომ უკრაინის საზღვრის სიახლოვეს მდებარე ქალაქში, რუსული დრონი მრავალსართულიან სახლს დაეცა, შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ევროკავშირში და ნატოში მომხდარი დაგმეს და თქვეს, რომ რუსეთმა კიდევ ერთი წითელი ხაზი გადაკვეთა. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ამბობენ, რომ მზად არიან ნატოს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრის დასაცავად. რუსეთში განაცხადეს, რომ მომხდარის შესახებ პუტინი ინფორმირებულია. ამასთან რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევმა, ევროპის მისამართით ახალი მუქარები გააჟღერა.

მსგავსი