რუსული დრონები მოლდოვას საჰაერო სივრცეში

მოლდოვის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსული დრონები ქვეყნის საჰაერო სივრცეში კვლავ შეიჭრნენ, რაც ქვეყნის ავიაციას საფრთხეს უქმნის. „როიტერის“ ინფორმაციით, ბოლო ცხრა დღის განმავლობაში ეს მესამე მსგავსი შემთხვევაა. მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ რუსეთის ქმედებები დაგმო და მოსკოვი დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. ინციდენტებთან დაკავშირებით, რუსეთის ელჩი მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში არაერთხელ დაიბარეს.