რუსული აგრესიის საფრთხე უკრაინაში

ფართო ევროპული მხარდაჭერის მოპოვება რუსეთთან დაძაბულობის ზრდის ფონზე – ასეთია უკრაინის პრეზიდენტის მისიის მთავარი მიზანი.

ზელენსკი პარიზში ფრანგულ-გერმანული დახმარების გასაძლიერებლად ჩავიდა. უკრაინის პირველ პირს სურს, რომ განცხადებები გადაწყვეტილებებით შეიცვალოს და უკრაინა ნატოსა და ევროკავშირში მიიწვიონ. სწორედ დასავლური სტრუქტურებში უკრაინის ინტეგრაციის საკითხი და დონბასში კონფლიქტის ესკალაცია იყო განხილვის მთავარი თემა უკრაინის და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრის დროს.