რუსული აგრესია და ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე – ირაკლი კობახიძის გამოსვლა ჟენევაში
ოკუპაცია, ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსული აგრესია და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა, – ამ საკითხებზე ისაუბრებს ირაკლი კობახიძე საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 138-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას. პარლამენტის თავმჯდომარე, ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს მართავს. სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციასთან განხილვის მთავარი თემა, საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობაა. მასშტაბურ საპარლამენტო ფორუმს, რომელიც 178 წევრ და 12 ასოცირებულ წევრ ორგანიზაციას აერთიანებს, შორენა ხვიჩია აშუქებს.