რამდენიმე რაიონში ცეცხლის სამი დღით შეწყვეტა და დაჭრილების გაცვლა: ეს არის რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდის მთავარი შედეგი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ,,ყველა ყველაზე” პრინციპით დაავადებულ პირებს და დაღუპულთა ცხედრებსაც გაცვლიან. თურქეთში ჩასულმა უკრაინულმა დელეგაციამ რუსეთს იმ ასეულობით ბავშვის სიაც გადასცა, რომელთა დაბრუნებას ითხოვს. შეხვედრაზე, რომელიც საათზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა, ერთ-ერთი მთავარი თემა ზელენსკისა და პუტინის პირისპირ შესაძლო აუდიენციის პერსპექტივა იყო. ორივე მხარე მოლაპარაკებათა მაგიდასთან ცეცხლის შეწყვეტის და მშვიდობის მიღწევის საკუთარი პირობებით და ხედვებით დასხდნენ. უკრაინას ახლა ერთი კვირა აქვს სამშვიდობო გეგმის რუსული ვერსიის გასაცნობად და საპასუხო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად. თავის მხრივ ომის დასასრულებლად უკრაინის მიერ მომზადებული გეგმა მიღებული აქვს რუსეთს. 16 მაისის შემდეგ ეს იყო სამწლიანი პაუზის შემდეგ პირისპირ მოლაპარაკების მეორე რაუნდი, რომელსაც კვლავ სტამბოლმა უმასპინძლა. სასტუმრო „ჩირაგან პალასი“ დილიდან საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში იყო.