რუსულ-უკრაინული მოლაპარაკებები

კრემლი უკრაინაში ფართომასშტაბიან სამხედრო ინტერვენციას განაგრძობს. მშვიდობიან მოქალაქეებს შორის საოკუპაციო ძალების ცეცხლის შედეგად, მსხვერპლი ყოველდღიურად იზრდება. მსოფლიო ახლა უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკების მესამე რაუნდის მოლოდინშია. შეხვედრა ამ წუთებში უნდა დაიწყოს.

ოფიციალური კიევი მოლაპარაკებისთვის მზადყოფნას აცხადებს, თუმცა, განხილვას არ ექვემდებარება ანექსირებული ყირიმისა და ოკუპირებული დონბასის და ლუგანსკის რაიონების აღიარება. დღესვე ცნობილი გახდა, რომ 10 მარტს თურქეთის ტერიტორიაზე გაიმართება შეხვედრა უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის.

თამთა რუხაძე განაგრძობს თემაზე საუბარს.