რუსუდან სებისკვერაძის საიუბილეო საღამო 

შეხვედრა მსმენელთან მრავალწლიანი პაუზის შემდეგ.

რუსუდან სებისკვერაძე შემოქმედებითი საღამოსთვის ემზადება. 30 ნოემბერს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე ცნობილი კომპოზიტორის სიმღერებს სხვადასხვა თაობის მომღერლები შეასრულებენ. 55-წლიანი შემოქმედებითი მოღვაწეობისადმი მიძღვნილი კონცერტისთვის რამდენიმე ცნობილი სიმღერის ახალი ვერსიაც შეიქმნა.