რუსუდან სებისკვერაძის კონცერტი

30 ნოემბერს, თბილისის საკონცერტო დარბაზში კომპოზიტორ რუსუდან სებისკვერაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, მაია ჯაბუა, ნუკრი კაპანაძე, ნეკა სებისკვერაძე, ანსამბლები „შვიდკაცა“, „ალილო“ და სხვა ცნობილი ქართველი მუსიკოსები. საღამოს ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს. შესრულდება კომპოზიტორის სიმღერების ახალი ვერსიები.

დაგეგმილ საღამოსთან დაკავშირებით, „ბრავო რექორდსში“ პრესკონფერენცია გაიმართა. კონცერტის ერთ-ერთი ორგანიზატორი სწორედ „ბრავო რექორდსია“.