რუსთავში „შპს სთეინლესის“ 100-მდე თანამშრომელია გაფიცული. ისინი ადმინისტრაციისგან შრომითი პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასზე დაკლებული 10%-ის დაბრუნებას ითხოვენ. როგორც თავად თანამშრომლები აცხადებენ, მათ არ განუმარტეს, თუ რატომ დააკლეს ხელფასი. არც წინასწარ რაიმე სახის გაფრთხილება ყოფილა. საწარმოს ადმინისტრაცია კომენტარს არ აკეთებს – საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.