რუსთავში საახალწლო ღონისძიებები იმართება

საზეიმო განწყობაა ქვეყნის მასშტაბით, რაიონებსა და ქალაქებში.

საახალწლო ღონისძიებები იმართება რუსთავშიც. ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან მოწყობილია საშობაო სოფელი. იმართება ექსპოზიციები და სადღესასწაულო აქტივობები. ბავშვებს, სხვადასხვა ზღაპრის გმირები ართობენ. პატარებს იქვე ხვდებათ სანტა კლაუსი და საჩუქრებს ურიგებს.

მინი კინოთეატრში ბავშვებს 18:00 საათიდან შესაძლებლობა ექნებათ საახალწლო მოკლემეტრაჟიანი მულტფილმები  და ფილმები ნახონ. მოგვიანებით კი, საახალწლო სოფელში გალა-კონცერტი გაიმართება.