რუსთავში საახალწლო ღონისძიებები იმართება

საახალწლო ღონისძიებები იმართება რუსთავშიც.

ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან მოწყობილია საშობაო სოფელი. იმართება ექსპოზიციები და სადღესასწაულო აქტივობები. ბავშვებს სხვადასხვა ზღაპრის გმირები ართობენ. მინი კინოთეატრში პატარებს საახალწლო მულტფილმებს და ფილმებს სთავაზობენ. მოგვიანებით, საახალწლო სოფელში გალაკონცერტი გაიმართება.

რუსუდან ლოლაძე მოგვიყვება რა ღონისძიებებია დაგეგმილი რუსთავში.