რუსთავში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო

15:25, 15.12.2024

რუსთავში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო და საახალწლო სოფელი გაიხსნა. თავისუფლების მოედანზე განთავსებულ ნაძვის ხესთან პატარებს ყინულის მოედანი, თოვლის ბაბუა, ზღაპრის გმირები და საშობაო ბაზრობა დახვდათ. საშობაო სოფელში სტუმრებს ხელნაკეთი ნივთების, სადღესასწაულო აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი და სხვადასხვა სახის ტკბილეული ელოდებათ. რუსთაველ ბავშვებს საახალწლო სოფელი 7 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს.

მსგავსი