რუსთავში ხანძარი ლიკვიდირებულია

12:22, 01.11.2018

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

დამწვარია 1000 კვ. მ. ფართობი.

ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ასევე შეკრებილები არიან დაზარალებულები.

აღნიშნულ სავაჭრო ტერიტორიაზე დასაქმებული იყო 85 ადამიანი.

მსგავსი