რუსთავში კათოლიკური ეკლესია გაიხსნა

რუსთავში დღეს კათოლიკური ეკლესია გაიხსნა. საზეიმო წირვას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე, სხვადასხვა რელიგიური კონფენსიის წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლება და მრევლი ესწრებოდა.

წლების განმავლობაში რუსთავში მცხოვრები კათოლიკე მორწმუნეები სახლში ლოცულობდნენ. დღეიდან კი ისინი მსახურებას ეკლესიაში დაესწრებიან.