ქართული გალობის ფესტივალით აღინიშნა „გორგასლობა“ რუსთავში.
ღონისძიება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და რუსთავის მერიის ორგანიზებით იმართება და მასში ქვემო ქართლის რეგიონის 19 გუნდი და 120 მგალობელი იღებს მონაწილეობას. ქართული გალობის ფესტივალი წელს პირველად ტარდება და ორგანიზატორების თქმით, სამომავლოდ რეგულარულ სახეს მიიღებს.