რუსთავში ერთი პირი დააკავეს

12:31, 07.04.2019

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდული სამყაროს წევრობის და გამოძალვის ბრალდებით რუსთავში ერთი პირი დააკავა.

დაკავებულია 1988 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი პირი, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, ე.წ. ქურდული სამყაროს სახელით, სისტემატურად სძალავდა ფულს რუსთავში მდებარე ერთ-ერთი კერძო სტომატოლოგიური კლინიკის მფლობელს, თანხის არ მიცემის შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და ქონების განადგურებით, ასევე, სტომატოლოგიური კლინიკის იძულებით დახურვით ემუქრებოდა.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი