რუსთავში დაკარგული მამაკაცი ნაპოვნია

15:15, 18.08.2019

რუსთავში დაკარგული მამაკაცი ნაპოვნია. მდინარე მტკვარზე საძიებო-სამაშველო ოპერაცია ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დილით ცხედარი მტკვარმა გამორიყა. მამაკაცის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 112-ში ორი დღის წინ შევიდა.

მაშველებმა ადგილზე მისვლისთანავე მტკვრის ნაპირზე მამაკაცის პირადი ნივთები და ტანსაცმელი აღმოაჩინეს. ოპერაციაში ჩართული იყო მყვინთავთა ჯგუფები. ძებნა მიმდინარეობდა დრონის საშუალებით.

ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.

მსგავსი