რუსთავში დაცვის სამსახურის თანამშრომელი დაჭრეს

რუსთავში დაჭრის კიდევ ერთი ფაქტი მოხდა.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დაცვის სამსახურის თანამშრომელი არსებული ინფორმაციით, დანით   მისმა კოლეგამ დაჭრა. როგორც ენერგოსისტემის თანამშრომლები აცხადებენ, ინციდენტი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. მამაკაცს ერთი ჭრილობა ფილტვის არეში აქვს მიყენებული. მას ოპერაცია ჩაუტარდა, დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და საექსპერტო კრიმინალური პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაული სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე გახსნეს. დაკავებულია ერთი პირი.