რუსთავქალაქობა

დღეს რუსთავში რუსთავქალაქობას ზეიმობენ.

გასართობი ღონისძიებები ქალაქში 12 საათიდან მრავალფეროვანი საბავშვო პროგრამით დაიწყო. სადღესასწაულო ღონისძიებაზე კოსტიუმირებული მსვლელობები, ზღაპრის გმირები, ილუზიონისტების შოუ, სახალისო მასტერკლასები და თოჯინების წარმოდგენა პატარებს მთელი დღის განმავლობაში მასპინძლობს. პარალელურად იმართება წიგნის ფესტივალი, სადაც რუსთავქალაქობის სტუმრები, სხვადასხვა გამომცემლობის წიგნების შეძენას, ფასდაკლებით შეძლებენ. ღონისძიება საღამოს 7 საათზე ანსამბლ რუსთავის კონცერტით დასრულდება. 22:45 საათიდან კი სპეციალურად მოწყობილ დიდ ეკრანზე, საქართველო-თურქეთის ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო მატჩის ტრანსლაცია დაიწყება, სადაც რუსთაველი გულშემატკივრები ეროვნული ნაკრების მხარდაჭერა შეეძლებათ.  /