კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესებისთვის მიმდინარე პროექტი დაასრულა. ხრამის სათავე ნაგებობაზე, საიდანაც ქალაქ რუსთავისა და გარდაბნის მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა ხდება, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები და ინფრასტრუქტურა სრულად განახლდა. პროექტში ჯამურად 11 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.