რუსთავის წყალმომარაგება - განხილვა სემეკ-ში

რუსთავში წყლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროცესი წელსაც გაგრძელდება.

საინვესტიციო პროექტი „ჯივიპიმ“ დღეს სემეკ-ში წარადგინა. ქსელის მოწესრიგება რუსთავის წყალმომარაგების სისტემაში არსებული მრავალწლიანი პრობლემის გამო გადაწყდა. ქალაქის ერთადერთი ცენტრალური მილსადენი ხშირად ზიანდებოდა, შედეგად მთელი ქალაქი სასმელი წყლის გარეშე რჩებოდა. ახლა მთავარი კითხვაა, ხომ არ დაირღვევა დაგეგმილი სამუშაოების ვადები. სამწლიანი პროექტით გათვალისწინებული ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაოები წელს უნდა ჩატარდეს. დღევანდელ შეხვედრაზე წყლის კომპანიის მისამართით შეკითხვები სწორედ ვადებს ეხებოდა.