რუსთავის სასამართლომ სადამკვირვებლო ორგანიზაციის სარჩელი არ დააკმაყოფილა
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა კოალიცია „ჩვენი ხმა ევროპისთვის“ სარჩელი. არასამთავრობო ორგანიზაციები გარდაბნის 21 ოლქის 17 უბნის შედგების ბათილად ცნობას ითხოვდნენ და ამბობდნენ, რომ სხვადასხვა დარღვევებთან ერთად, უბნებზე არ იყო ხმის მიცემის ფარულობა დაცული. მოსამართლემ სარჩელის არცერთი ნაწილი არ გაიზიარა. კოალიცია „ჩვენი ხმა“ ევროპისთვის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.