რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

რუსთავის საქალაქო სასამართლომ, მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებული ექვსი პირიდან, ორს გირაო შეუფარდა, ოთხს კი – პატიმრობა. მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და თბილისის მუნიციპალიტეტის კრწანისის გამგეობის იურიდიული განყოფილების უფროსს, დავით კავთიაშვილს 25 ათასი ლარის გირაო, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპეციალისტს, ნინო გულბანს კი – 10 ათასი ლარის გადახდა დააკისრა,

პატიმრობა შეეფარდათ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს, სოფელ კრწანისის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბესიკ ლიპარტელიანს, რამაზ მარგველანს, ზურაბ ბარბაქაძეს და ვახტანგ ზურაბიანს.

700 ათასი ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქვემო ქართლის პროკურატურამ, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები 20 დეკემბერს დააკავა.

ბრალდებულებს 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.