რუსთავის საკრებულომ 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
რუსთავის საკრებულომ ქალაქის 2026 წლის ბიუჯეტი პირველივე მოსმენით მიიღო. ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს ნინო ლაცაბიძემ წარუდგინა. ბიუჯეტის ზრდის დინამიკა, რომელიც რუსთავს გასული 4 წლის განმავლობაში ჰქონდა, 2026 წელსაც გრძელდება და რუსთავის მთავარი ფინანსური დოკუმენტის საწყისი პარამეტრები, 172 მილიონი ლარითაა განსაზღვრული. ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 80 მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული და პრიორიტეტი ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ავარიული შენობების რეაბილიტაცია და ქალაქის შიდა საუბნო სივრცეების განვითარება იქნება. გაგრძელდება უკვე დაწყებული მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები. არსებულ 34 სოციალურ პროგრამას, წლის განმავლობაში ახალი მიმართულებები დაემატება და გაიზრდება, სპორტული, ახალგაზრდული, კულტურული პროექტებისთვის, განათლების ხელშეწყობისთვის და ჯანმრთელობის დაცვისთვის განსაზღვრული ბიუჯეტის პარამეტრებიც.