რუსთავის თეატრში დასაქმების ფორუმი მიმდინარეობს

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალურ თეატრში დასაქმების ფორუმი მიმდინარეობს. დასაქმების ფორუმში 20-ზე მეტი მსხვილი და საშუალო კერძო კომპანია მონაწილეობს.

1000-ზე მეტი აქტიური ვაკანსია მომსახურების, გაყიდვების, სამშენებლო, ტურიზმის სფეროებს მოიცავს.

ფორუმის ფარგლებში სამუშაოს მაძიებლები შეძლებენ უშუალო კომუნიკაციას პოტენციურ დამსაქმებლებთან და ვაკანსიების სრული სპექტრის გაცნობას.

დასაქმების ფორუმის გამართვის ინიციატივით სოციალურ სააგენტოს რუსთავის მერიამ მიმართა.