რუსთავის მერის ანგარიში

18:24, 27.07.2026

რუსთავის საკრებულოს ქალაქის  2026 წლის ექვსი თვის ანგარიში წარუდგინა მერმა. ნინო ლაცაბიძის ინფორმაციით გეგმა თითქმის 97 % არის შესასრულებული. აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები ისეთ პრიორიტეტებზე, როგორიცაა საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, საცხოვრებელი კორპუსების გამაგრება-რესტავრაცია, საბინაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ეკოლოგია, კულტურულ-საგანმანათლებლო და სოციალური პროგრამების განხორციელება. საუბარი შეეხო ძველი რუსთავის რესტავრაციის პროექტს. მუნიციპალური განვითარების ფონდი კი მულტიპროფილური სპორტული ქალაქის, უეფას სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის და ჭალის ტყის მიმდებარედ, ახალი რეკრეაციული სივრცის შექმნაზე მუშაობს. გრძელდება ძველი ლიფტების მოდერნიზების და  ახალი ლიფტების პროექტიც.

მსგავსი