რუსთავის მერის ანგარიში გარემოს დაცვის კომიტეტზე

15:17, 29.06.2026

პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტზე რუსთავის ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ იმსჯელეს. რუსთავის მერის განცხადებით, არსებობს ქალაქის განვითარების გეგმა, რაც რუსთავის გამწვანებას ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობას, პარკების მოწყობას, გზების მოწესრიგებას გულისხმობს, თუმცა, სერიოზულ გამოწვევად რჩება ჰაერის დაბინძურება. აღინიშნა, რომ 2026 წლის 6 თვის მონაცემებით ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის გადაჭარბება შედარებით მცირეა. აქცენტი გაკეთდა ჰაერის დამაბინძურებელი ობიექტების ინსპექტირებაზე. ითქვა, რომ კომპანიების ნაწილი ვალდებულებებს არ ასრულებს და ჯარიმდება.

მსგავსი