რუსთავის მერიის ინიციატივა

რუსთავის მერიის ინიციატივა. სტუდენტები, რომლებსაც რუსთავიდან  თბილისში ყოველდღე უწევთ გამგზავრება, სოციალური პაკეტით ისარგებლებენ და რუსთავის რკინიგზის სადგურამდე მათ მუნიციპალური ავტობუსებით უფასოდ მიიყვანენ.

რუსთავის მერი აცხადებს, რომ ეს სტუდენტების მგზავრობის ხარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. რუსთავიდან დედაქალაქის მიმართულებით ყოველდღიურად 17 ათასზე მეტი ადამიანი მიდის და მოქალაქეები, რომელთა შორის არიან სტუდენტები, ძირითადად სამარშუტო ტაქსებით მგზავრობენ.

ბოლო პერიოდში რუსთავში აქტუალური გახდა საქალაქთაშორისო დაბალფასიანი ტრანსპორტის საკითხი, რომლის ერთ-ერთ ვარიანტად სწორედ სარკინიგზო მიმოსვლა განიხილება. რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ დღეს მატარებლით სტუდენტებთან ერთად იმგზავრა.