რუსთავის მერიის ახალი პროექტი

18:41, 06.03.2025

მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების მიზნით, რუსთავის მერია კიდევ ერთ ახალ პროექტს იწყებს, რომელიც საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში არსებული გამოცდილების გაზიარების მიზნით, საინფორმაციო ტურის მოწყობას ითვალისწინებს.

13 სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოსულ სტუმრებს, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ის წარმატებული პრაქტიკა გააცნო, რომელიც რუსთავის მერიაში, ბოლო სამ წელიწადში დაინერგა. საინფორმაციო ტური ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და საქართველოს სხვადასხვა ქალაქების წარმომადგენელი საჯარო მოხელეები, რუსთავის მერიაში დანერგილ ახალ მუნიციპალურ სერვისებს მოქალაქეთა მომსახურების თითქმის ყველა სფეროში გაეცნობიან. მუნიციპალური სერვისების რეფორმა რუსთავის მერიაში უკვე სამი წელია, რაც მიმდინარეობს და რუსთაველებს 100-ზე მეტ სხვადასხვა სახის სერვისს სთავაზობს.

მსგავსი