რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან აქციისთვის ემზადებიან

რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან დილიდან აქციისთვის ემზადებიან. გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ აქცია საპყრობილესთან შაბათს, 17:00 საათზე დაიწყება და მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანამდე გაგრძელდება. დღეს მიხეილ სააკაშვილს ოპოზიციონერი დეპუტატები მოინახულებენ.