რუსთავის მცხოვრებლები მგზავრობის ტარიფის გაზრდას აპროტესტებენ

რუსთავის მცხოვრებლები რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მგზავრობის ტარიფის გაზრდას აპროტესტებენ. აქცია ახალგაზრდებმა სოციალური ქსელით, სპონტანურად დაგეგმეს. მოქალაქეები შარტავას მოედანზე ამ წუთებში იკრიბებიან.

რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის საფასური 50 თეთრით გაძვირდა. ქალაქის მერის განმარტებით, ბილეთის ფასი მძღოლებმა თვითნებურად, მერიასთან შეთანხმების გარეშე გაზარდეს, რითიც სანებართვო პირობები დაარღვიეს. ირაკლი ტაბაღუა აცხადებს, რომ მათ მიმართ შესაბამისი სანქციები გატარდება.