რუსთავში, გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენებული კულტურის სახლის ისტორიულ შენობას, სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია უტარდება. რუსთავისთვის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტით, საკონცერტო დარბაზის სრული განახლება, შიდა სივრცის რეაბილიტაცია და შენობის ფასადის რესტავრაციაა დაგეგმილი. მოეწყობა გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის და გახმოვანება- განათების სისტემა. შენობა უზრუნველყოფილი იქნება თანამედროვე სასცენო აპარატურით. შენობის გარე პერიმეტრზე მოეწყობა მწვანე სივრცეები და დასასვენებელი ზონა. პროექტის დასრულების შემდეგ, უფუნქციოდ დარჩენილი ძველი შენობის ადგილზე, თანამედროვე მუსიკალური ლაბორატორია გაიხსნება, სადაც რუსთაველ ახალგაზრდებს, კლასიკურის პარალელურად, მუსიკის თანამედროვე მიმდინარეობების დაუფლების შესაძლებლობაც ექნებათ. სამუშაოების მიმდინარეობას, ქვემო ქართლის გუბერნატორი, რუსთავის მერი და რუსთავის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ადგილზე გაეცნენ.