რუსთავის ისტორიული მუზეუმი აუდიო დისკრიფციით ადაპტირებული სივრცე გახდა
რუსთავის ისტორიული მუზეუმი, ქვეყნის მასშტაბით პირველი, აუდიო დისკრიფციის სტანდარტით ადაპტირებული სივრცე გახდა. გაიმართა პროექტის, „რუსთავის ისტორიული მუზეუმი – სივრცე, რომელიც ყველას ეკუთვნის“ პრეზენტაცია. მუზეუმის საგამოფენო სივრცეში განთავსებული ექსპონატების შესახებ აუდიო აღწერა QR კოდების მეშვეობითაც შესაძლებელია და ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე. სიახლე უსინათლო და მცირე მხედველ ადამიანებს სივრცის, ობიექტების, და ვიზუალური დეტალების აღქმაში დაეხმარება.