რუსთავის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის განხილვა
რუსთავში, ქალაქის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. დოკუმენტის პრეზენტაცია, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ წარადგინა. რუსთავის განვითარების გრძელვადიან გეგმას სამი ძირითადი მიმართულება აქვს. ეკოლოგიურად სუფთა, ახალგაზრდულ ინტერესებზე მორგებული და ტექნოლოგიურად განვითარებული ქალაქის კონცეფციის განხორციელება, რუსთავში უკვე დაწყებულია. ახალი მწვანე რეკრეაციული სივრცეები, ჭალის ტყის განაშენიანება, ენერგოეფექტური და ეკომეგობრული პროექტები, ელექტროტრანსპორტი, საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა, სპორტული ქალაქი და სახელოვნებო დანიშნულების ახალი შენობები, ძველი რუსთავის რესტავრაცია, და მუნიციპალური ციფრული პლატფორმების განვითარება – ასეთია რუსთავის განვითარების სტრატეგია, რომელიც ქალაქს მწვანე, ახალგაზრდულ და ტექნოლოგიურ-სმარტ ქალაქად ჩამოაყალიბებს.