„რუსთავის აზოტის“ თანამშრომელთა პროტესტი შეწყდა

12:36, 06.02.2026

„რუსთავის აზოტის“ თანამშრომელთა პროტესტი დასრულებულია. შეთანხმება ადმინისტრაციასთან მიღწეულია, დასაქმებულებს ხელფასები 160 ლარით გაეზრდებათ. შეთანხმება მხარეებს შორის რუსთავის მერის ჩართულობით მოხდა. შეხვედრის შემდეგ გაფორმდა რამდენიმეპუნქტიანი შეთანხმება. ერთ-ერთი სწორედ ანაზღაურების მატებას შეეხებოდა.

გაფიცულები სამუშაო პროცესს უკვე დაუბრუნდნენ.

მსგავსი