“რუსთავის” 50 წლის იუბილე

5 000 კონცერტი და გამოსვლა 80-ზე მეტი ქვეყნის სცენაზე: ცნობილი ანსამბლი “რუსთავი” 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი კონცერტი ამ წუთებში ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში მიმდინარეობს.

ანსამბლის წევრები საკუთარი რეპერტუარიდან ყველაზე ცნობილ ხალხურ სიმღერებს ასრულებენ.