რუსთავის 33-ე ბაღის პრობლემა

საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო რუსთავის 33-ე საბავშვო ბაღს გაუქმება ემუქრება. ავტორიზაციის გავლა ეჭვქვეშ მას შემდეგ დადგა, რაც გაირკვა, რომ სკოლამდელი დაწესებულების ეზოს დიდი ნაწილი გაყიდულია.

2013-14 წლებში განხორციელებულ პრივატიზაციას წინა მოწვევის თვითმმართველი ორგანოს ყოფილი თავმჯდომარე აღსაზრდელების სიმცირით ხსნის, თუმცა უკვე დღეს მიმართვიანობა და ბავშვების რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია.

ემუქრება თუ არა 400-მდე აღსაზრდელს ბაღს გარეშე დარჩენა – თემის დეტალები „მოამბეში.“