რუსთავი-თბილისის საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოები

12:40, 23.04.2026

რუსთავი–თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა მიმდინარეობს. ე.წ. მოსაბრუნებელი ხიდიდან დიმიტრი გულიას ქუჩამდე ნაპირსამაგრი ჯებირი დაზიანდა. შედეგად, ბზარები გაჩნდა როგორც სავალ ნაწილზე, ასევე ტროტუარზე. ამ ეტაპზე აღნიშნულ მონაკვეთზე მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. პროცესის დასრულების შემდეგ ამ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა სრულიად უსაფრთხო გახდება.

მსგავსი