რუსთავი-თბილისის ავტობანი
რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი ავტობანის მშენებლობის დასრულების თარიღი გაურკვეველია. დავის მიზეზი ხდება 17-კილომეტრიანი ავტობანის ორკილომეტრიანი მონაკვეთი, რომლის გაყვანას მიმდებარე დასახლების ბინადრები ეწინააღმდეგებიან. საუბარია ფონიჭალის მონაკვეთზე, რომლის ახლოს მცხოვრები მოქალაქეები ფულად კომპენსაციებს ან გასახლებას მოითხოვენ. მათთან დავამ პროექტის გაჭიანურებასთან ერთად კიდევ ერთი პრობლემა შექმნა. ავტობანისთვის გამოყოფილ კრედიტს ათვისების ვადა ეწურება.