„რუსთავი ორში“ პარტნიორთა კრება მიმდინარეობს

ტელეკომპანია „რუსთავი ორში“ პარტნიორთა კრება მიმდინარეობს. კომპანიის ცხრა პროცენტიანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატის ინფორმაციით, კრებაზე ორი საკითხი განიხილება. ერთი ეხება აუდიტორული კომპანიისთვის გასაგზავნ კითხვებს, ხოლო მეორე ტელევიზიის დირექტორის საქმიანობის შეფასებას.

ადვოკატის განცხადებით, ტელევიზიის პარტნიორები გეგმავენ მოიწონონ გვარამიას მიერ გაწეული საქმიანობა, ხოლო ამის საპირისპიროდ ნიჟარაძის ინტერესების დამცველი პოსტიდან მის გადადგომას მოითხოვს.

კრების დაწყებამდე არხის სხვა მეწილეებს ან მათი ინტერესების დამცველებს განცხადება არ გაუკეთებიათ.