„რუსთავი ორის“ საქმე

„რუსთავის ორის“ 9 პროცენტიანი წლის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატი ვარაუდობს, რომ კომპანიის მოქმედი მენეჯმენტი და გენერალური დირექტორი „რუსთავი ორის“ განზრახ გაკოტრებას ცდილობენ.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი ყავლაშვილმა განცხადა, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დასკვნაზე დაყრდნობით, „რუსთავი ორმა“ სარეკლამო გაყიდვების შუამავალ კომპანია „ინტერმედიას“ ბოლო სამი წლის განმავლობაში სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული წილი 7- დან 30 პროცენტამდე გაუზარდა, ანუ ყავლაშვილის მტკიცებით, დამატებით 30 მილიონი ლარი გადაუხადა.

ადვოკატი ამბობს, რომ კომპანია „ინტერმედიას“ ის პირები ფლობენ, რომლებიც ამავდროულად ტელეკომპანია „მესამეს“ დამფუძნებელი არიან, რაც უფლებადამცველის აზრით, იმას ნიშნავს, რომ „რუსთავი ორის“ კუთვნილი თანხები, ნაცვლად 24-მილიონიანი საგადასახადო დავალიანების დაფარვისა, კონკურენტი კომპანიის ბიუჯეტში მიედინება.

„რუსთავი ორში“ ამ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ. როგორც ტელეკომპანიის ადვოკატი თამთა მურადაშვილი განმარტავს, ინფორმაცია „ინტერმედიისთვის“ მოგების წლის გაზრდის შესახებ სიცრუეა.