„რუსთავი ორის“ ორმა თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად ტელეკომპანია დატოვა

ტელეკომპანია „რუსთავი ორის“ საინფორმაციო სამსახურის ოპერატორმა, ლევან მარგველაშვილმა პროტესტის ნიშნად ტელეკომპანია დატოვა. ოპერატორმა ტელეკომპანიის საშვი აქციის მონაწილეებს დაუტოვა და მუშაობაზე უარი განაცხადა.

„რუსთავი 2-ის“ ეთერში გაკეთებული განცხადების შემდეგ, ტელეკომპანიაში მუშაობაზე უარი კიდევ ერთმა თანამშრომელმა თქვა. ლევან როსტომაულის განცხადებით, ის „ფორმულა კრეატივის“ თანამშრომელი და მსახიობია, თუმცა მიიჩნევს, რომ ტელეკომპანიაში გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ აღარ უნდა იმუშაოს. ის აქციის მონაწილეებს შეუერთდა.