„რუსთავი“ - გოგონათა საფეხბურთო გუნდი

ფეხბურთი მხოლოდ თამაში არ არის — ეს ნდობა, თანადგომა და საერთო მიზნისთვის ბრძოლაა. საფეხბურთო კლუბ „რუსთავის“ გოგონათა გუნდმა საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებს მებრძოლი ხასიათი დაუპირისპირა და დღეს უკვე ერთ დიდ ოჯახად შეკრული 80-მდე მოზარდი საერთო წარმატებისთვის იბრძვის. გოგონები მწვანე მოედანზე – რა სირთულეების გადალახვა უწევთ მიზნის მისაღწევად და რა სამომავლო გეგმები აქვთ კლუბის წევრებს – ანუკი მასხარაშვილისა და ზაზა შუკვანის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები