„რუსთავი 2”-ის შენობასთან, „ქართული მარშის” წევრების აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს

„რუსთავი 2”-ის შენობასთან, „ქართული მარშის” წევრების აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს.

ტელევიზიის გენერალური დირექტორის განცხადებით, აქციის მონაწილეებმა ტელეკომპანიის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დააზიანეს მანქანა, რომლითაც ჟურნალისტი გიორგი გაბუნია გადაადგილდებოდა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, გაბუნიამ გუშინ გადაცემაში შეურაცხყოფა მიაყენა მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლს და მისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ.

ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულები არინ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.