„რუსთავი 2“-ის თანამშრომლების განცხადება

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის თანამშრომლების ნაწილი უნდობლობას უცხადებს ქიბარ ხალვაშის განცხადებას, რომლის მიხედვითაც არხზე შეიცვლება მხოლოდ გენერალური დირექტორი, სარედაქციო პოლიტიკა კი უცვლელი დარჩება.

ერთობლივი განცხადებები დღეს რუსთავი ორის საინფორმაციო, პოლიტიკური და გასართობი გადაცემების თანამშრომლებმა გააკეთეს. მათი შეფასებით, ტელეკომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს ამჟამინდელი დირექტორი, ნიკა გვარამია. ამიტომ ისინი მოუწოდებდნენ საჯარო რეესტრს, ვიდრე არ ამოიწურებოდა სტრასბურგის სასამართლოში არსებული გასაჩივრების შესაძლებლობა, არ დაეკმაყოფილებინა ქიბარ ხალვაშის ადვოკატის მოთხოვნა.