„რუსთავი 2“-ის საქმე

„რუსთავი 2“-ის ქონებრივი უფლების გაფლანგვის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულების, ნიკა გვარამიას, კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილის პროცესი მიმდინარეობს. სხდომა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებით დაიწყო, რომელმაც ნიკა გვარამიას მიმართა და აღნიშნა რომ წინა პროცესის დასრულების მერე გვარამიას გაკეთებული განცხადებები, სასამართლომ შეაფასა როგორც შეურაცხყოფა და ამის გამო გვარამია გააფრთხილა.

გენერალურმა პროკურატურამ 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს, კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს, ზურაბ იაშვილს წაუყენა.